მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 328 შეადგინა, – ამის შესახებ ვებგვერდი worldometers.info იუწყება. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 091 ადამიანი საავადმყოფოებში დაიღუპა, ხოლო 3 237 – თავშესაფრებში.

საფრანგეთში ამ დროისთვის ვირუსის გამო 30 000-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, ხოლო მათგან 7 131 ადამიანს ინტენსიური თერაპია უტარდება. საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 109 069 -ს შეადგენს, ხოლო ვირუსისგან 20 000-მდე პაციენტი განიკურნა.

worldometers.info-ს ცნობით, ამ მომენტისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 432 084-ს შეადგენს. გარდაიცვალა 82 099 ადამიანი, განიკურნა 302 209 ინფიცირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button