მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოდან ჩინეთში ავიამიმოსვლა შეაძლოა დროებით შეჩერდეს

საქართველოს მთავრობა გეგმავს ჩინეთთან ავიამიმოსვლის დროებით შეჩერებას და ამასთან ერთად ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციას. გადაწყვეტილება დროებითია და ის კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილი იქნება.

ფრენების აკრძალვაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყება იმ საგანგაშო მდგომარეობის გამო შეთანხმდა, რომელიც მსოფლიოში, ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების გამოა.

ფრენების შეჩერებისა და საქართველოს მოქალაქეების ჩინეთიდან ევაკუაციაზე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საუბრობს.

პარალელურად ამბობს, რომ გრძელდება სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებები, ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე ხორციელდება სკრინინგი და მათი საგანგებოდ შემოწმება. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი ჩინეთში კვლავ მძვინვარებს, საქართველო ამ კუთხით მაინც დაბალი რისკის ქვეყნებს შორის არის.

ეკატერინე ტიკარაძის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button