
საფრანგეთში ჩასულ ტურისტებისთვის კორონავირუსის ტესტი ფასიანი გახდება.
ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა.
PCR-ტესტის ღირებულება 49 ევრო, ხოლო ანტიგენის ტესტის ღირებულება 29 ევრო იქნება.
ეს მოთხოვნა საფრანგეთში 7 ივლისიდან ამოქმედდება.