მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა გაასაჯაროვა.

“დი ველტის” ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 238-მა მოქალაქემ მოითხოვა, შემდეგ თვეებში მათი რიცხვი გაიზარდა. ოქტომბერში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ 355 შეადგინა და მიმდინარე წლის იანვარში კი გაორმაგდა და 745-ს მიაღწია.

„ქრისტიან დემოკრატებისა“ და „სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციის სპიკერის სტეფან მაიერის განცხადებით, ეს საკითხი დროულ მიდგომას საჭიროებს. მისივე თქმით, თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდება, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და კვლავ სავიზო რეჟიმი შემოიღოს.

საქართველოს პრეზიდენტი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ე.წ. შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების საკითხს ეხმაურება. საუბარია საფრთხეზე, რომელიც შესაძლოა ვიზალიბერალიზაციას ევროპულ ქვეყნებში გახშირებული კრიმინალური ფაქტების გამო ემუქრებოდეს. გიორგი მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბოლო დროს უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რუსული პროპაგანდის ნაწილიც იყოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button