საქართველოსიახლეები

საქართველოს მიმართვა ჯანმოს- მიეცეთ 12 წლიდან ბავშვებს ვაქცინაციის უფლება

დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა – 3666 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში. დღიური მაჩვენებელი უკვე დაახლოებით 9%-ია, საიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელიც ასევე საგანგაშოა.

საავადმყოფოები და კოვიდსასტუმროები გადავსებულია ინფიცირებული მოქალაქეებით, ამ ფონზე კი საქართველოს მაშტაბით არსებული საწოლფონდიდან სულ დარჩენილია 892 ადგილი.

ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველომ მსოფლიო ჯანდაცვას მიმართა თხოვნით – მისცეს უფლება 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციის.

მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა ქვეყანაში, საკოორდინაციო საბჭო ქვეყნის ჩაკეტვას არ გეგმავს, ვინაიდან კიდევ ერთი ჩაკეტვა ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ეკომიკურად.
საკოორდინაციოო საბჭო ეკონიმიკისა და საზოგადოების გადარჩენის ერთადერთ ალტერნატიულ გზად- ვაქცინაციას მიიჩნევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button