მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა გაიხსენა თარიღები როცა საქართველო რუსეთის დაუნდობელი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე ეხმიანება 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლის გასვლას. პრეზიდენტი იხსენებს იმ თარიღებს, როცა საქართველომ რუსეთის დაუნდობელი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა.

“1801,1921, 1992, 2008 – ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავენ. საქართველოს გამძლეობა უფრო მტკიცე აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთანაა”, – წერს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი იხსენებს იმ თარიღებს, როცა საქართველომ რუსეთის დაუნდობელი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა.
14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button