სპორტი

საქართველოს ქალთა ნაკრების მცველი თურქეთის კლუბში ითამაშებს

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მოქმედი და საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთის” ყოფილი მცველი ნინო ჩხარტიშვილი თურქეთის კლუბმა “სივასპორმა” სათამაშოდ მიიწვია

ჩემპიონატი მაღალი დონისაა და სივასპორი ამ დროისთვის მხოლოდ ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

თურქულ კლუბში 22 წლის ნინო ჩხარტიშვილის გარდა კიდევ 4 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.

ესენი არიან: თეონა სუხაშვილი, მეგი ეჯიბია, მარიამ დანელია და მარიამ ჯანიკაშვილი.

ახალი გუნდის მაისურით პირველ შეხვედრას ნინო ჩხარტიშვილი მიმდინარე წლის 20 დეკემბერს ჩაატარებს

მსგავსი პოსტები

Back to top button