საქართველოში აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავა.

უწყების მტკიცებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, “წითელი ხიდის” გავლით, გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადმოიტანეს დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულებამ 676 ლარზე მეტია.

საქმეზე გამოძიება 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button