მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცია. იგი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მამაკაცი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა და უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ხელოვნურ ვენტილიაციაზე იმყოფებოდა.

ამასთანავე, stopcov.ge-ს მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 785-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2 819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 230 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button