მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3 119-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზეა განთავსებული.
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 1 435 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 5 014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 836.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.