საქართველოში კორონავირუსით 71 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 986 პირს დაუდასტურდა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 71 პაციენტი გარდაიცვალა ხოლო ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 193 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 885 056 ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 925 354-ს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 701 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 838 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 863 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან:
📌თბილისში გამოვლენილია 542 შემთხვევა
📌აჭარა – 95
📌იმერეთი – 118
📌ქვემო ქართლი – 30
📌შიდა ქართლი – 30
📌გურია – 25
📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 54
📌კახეთი -52
📌მცხეთა-მთიანეთი -20
📌სამცხე-ჯავახეთი – 15
📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5
გუშინ, 26 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 661 შემთხვევა გამოვლინდა, 3 841 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 69 კი გარდაიცვალა.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 925 354 შემთხვევა. მათგან 885 056 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 583 ადამიანი.