მსოფლიოსაქართველოსიახლეები

“საქართველოში პანდემია, 97% ალბათობით, 6 ივნისს დასრულდება”

სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევრებმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები გამოთვალეს. ამის შესახებ კვლევა საიტზე ddi.sutd.edu.sg გამოქვეყნდა.

მონაცემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის გამოქვეყნებული, მათ შორის ასახულია საქართველოში პანდემიის დასრულების თარიღი.

კვლევის მიხედვით, 97%-იანი ალბათობით საქართველოში კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით კი, ეს 2020 წლის 25 ივნისს მოხდება.

რაც შეეხება 100%-იან პროგნოზს, ამ პროგნოზის მიხედვით, ქვეყანაში პანდემია 2020 წლის 28 ივლისს უნდა დასრულდეს.

საიტზე ასევე მითითებულია, რომ კვლევა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებისთვის არის გათვლილი და შესაძლოა, მცირე ცდომელებას შეიცავდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button