სენაკის მერიის გათავისუფლებული თანამშრომელი პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ „საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის” თანამშრომელი მზია გადელია სამსახურიდან გაათავისუფლეს . სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის დირექტორი ბადრი მამულია რადიო თბილისთან აცხადებს, რომ მზია გადელიას გათავისუფლების მიზეზი, დისციპლინური გადაცდომაა.
“მიზეზი მისი გათავისუფლების გახლავთ დისციპლინარული გადაცდომა, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა. ასევე იგვიანებდა სამსახურში, მუდმივ კონფლიქტში იყო თანამშრომლებთან. სწორედ ეს გახდა მიზეზი,ადამიანურად კი ძალიან მეცოდება,ასეთ დროს რომ უსამსახუროდ დარჩა,არავითარი პოლიტიკური მოტივი”,- განუცხადა რადიო თბილისს ბადრი მამულიამ.
თავად მზია გადელია კი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.
“მე დავაარსე და დავაფუძნე “ქართული ოცნება” სენაკში 14 კაცთან ერთად. ვიყავი მათი ერთგული,ამდენი წელი ერთგულად ვემსახურე,ახლა კი რაც ხდება არ მომწონს… ამ ყველაფრის უკან მმართველი პარტიის ადგილობრივი მოქმედი და ყოფილი დეპუტატები დგანან,ასევე სენაკის მერი და კიდევ ბევრი სხვა…”,-ამბობს მზია გადელია და აღნიშნავს, რომ გახმაურებული კონფლიქტი ჰქონდა 2019 წლის 16 ივლისს სამსახურში,სადაც ის”საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის” დირექტორის მოადგილეს, დავით ჭითავას სიტყვიერ და ფიზიკურ შეირაცხყოფაში ადანაშაულებდა. შსს-მ მაშინ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
სამსახურიდან გათავისუფლებული მზია გადელია სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. იგი მხარდამჭერებთან ერთად სენაკის მერიის წინ ბრიფინგის გამართვას გეგმავს