საქართველო – სომხეთი 4:1 – გამარჯვება პირველ სპარინგში

პირველ მარტს საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სომხეთის 18-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გამარჯვება ვასილ მაისურაძის შეგირდებს 4:1 დარჩათ.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და პირველი ტაიმი თავიანთ სასარგებლოთ ჩაამთავრეს, თუმცა შესვენების შემდეგ ქართველმა ჭაბუკებმა მეტოქის კარი ოთხჯერ აიღეს: დუბლით ლევან ხარაბაძე გამოირჩა, ბურთი თითოჯერ კი გიორგი ჩაკვეტაძემ და ზურა დავითაშვილმა გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ 15 წლის ზურა დავითაშვილისთვის ეს მატჩი ორი წლით უფროსი ასაკის მოთამაშეთა ნაკრებში სადებიუტო იყო.

მაისურაძის გუნდი სომეხ 18-წლამდელებს 3 მარტს “მიხეილ მესხზე” კიდევ ერთხელ გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდისთვის ემზადებიან. 15-20 მარტს საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, რუსეთი და ბოსნია იქნებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button