მსოფლიოსიახლეები

“შესაძლოა, პირბადემ ვაქცინაზე უკეთ დაგვიცვას”

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ პირბადემ შესაძლოა, კოვიდ 19-სგან ვაქცინაზე უკეთ დაგვიცვას.

„მინდა ვთქვა, რომ პირბადე კოვიდ 19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას მაძლევს, ვიდრე ვაქცინაცია, რადგან იმუნოგენურობა შეიძლება 70% იყოს და თუ არ მექნება იმუნური პასუხი, ვაქცინა ვერ დამიცავს, პირბადე – კი.” – აღნიშნა რობერტ რედფილდმა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და პირბადეები გამოიყენონ.

რობერტ რედფილდის კომენტარს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა. „ვფიქრობ, მან შეცდომა დაუშვა, როცა ეს თქვა. ეს უბრალოდ, არასწორი ინფორმაციია.“ – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button