შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამების ამსახველ კადრებზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სამინისტრო განცხადებას ვებგვერდზე ავრცელებს:

“გამოძიება საქართველოს სსკ-ს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს , რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დღეს, 17 ოქტომბერს უკრაინულმა ვებ-გვერდმა ტუბე.უა-მ სათაურით, “როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით”, სავარაუდოდ, სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში, წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა.
ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც იგი გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. ვებ-გვერდს არ აქვს მითითებული წყარო, რომელმაც ვიდეომასალა მიაწოდა.
უცნობია, უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებული მასალა, წარმოადგენს თუ არა სამეგრელოს საიდუმლო სამალავში აღმოჩენილ ჩანაწერს.

დღესვე წამების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button