მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სიღნაღი და კაპადოკია მეგობრობის მემორანდუმს გააფორმებენ

სიღნაღი და კაპადოკია მეგობრობის მემორანდუმს გააფორმებენ. ამის შესახებ, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კახეთში სტუმრობისას იმსჯელეს.

ფატმა ჯერენ იაზგანს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოშვილმა უმასპინძლა.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და თურქეთის ისტორიული ოლქის, კაპადოკიის დამეგობრების პერსპექტივა და უახლოეს მომავალში მემორანდუმის გაფორმების საკითხი განიხილეს.

ურთიერთდამეგობრების მემორანდუმი, სამომავლო ტურისტულ, კულტურულ, ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობას შეეხება. მემორანდუმზე ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიალი, აგვისტოს თვეში, კახეთში თურქეთის დელეგაციის ვიზიტის დროს შედგება.

კაბადოკია თურქთის ისტორიული ოლქია, სადაც საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი, წმინდა ნინო დაიბადა, ხოლო სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, მისი განსასვენებელია.

კაპადოკიისა და სიღნაღის დამეგობრება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით განხორციელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button