მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“სიმართლე არ არის კობახიძეს მისი “ამაზრზენი ბრალდების” დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია,,-ევროკომისიის წარმომადგენელი კობახიძის ბრალდებას უარყოფს

პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერის განცხადებას, რომ ევროკომისარი "დაემუქრა", გამაოგნებელს უწოდებს

ევროკომისიის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრალდება, რომლის მიხედვითაც კომისიის წარმომადგენელი მას ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა, “სიმართლე არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.
ამასთან ერთად ევროკომისიის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ კობახიძეს მისი “ამაზრზენი ბრალდების” დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო “ფორმალური უარყოფა მალეა მოსალოდნელი.”
პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს მმართველ გუნდს დაემუქრა. ის არ ასახელებს, რომელ ევროკომისარზეა საუბარი.
კობახიძე წერს, რომ ევროკომისარმა სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო უხსენა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ და ესროლეს.
ის კვლავ თავს ესხმის უცხოელ პარტნიორებს და ამბობს, რომ ისინი “ღია შანტაჟს არ ერიდებიან”.
თავის პოსტში კობახიძე ამჯერადაც გლობალური ომის პარტიას ახსენებს და ამტკიცებს, რომ რობერტ ფიცოზე თავდასხმის უკან მისი კვალია.
“[…] თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – “ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”, – წერს კობახიძე.

პრემიერმინისტრი ირწმუნება რომ ერთ-ერთი ევროკომისარი ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა

“ის, რასაც აკეთებს კობახიძე, არის ძალიან სტრუქტურიზებული, გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაცია”- ასე აფასებს “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი პრემიერ კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მას ერთ-ერთი ევროკომისარი “დაემუქრა”.
“ერთი შეხედვით შეიძლება ადამიანებს მოეჩვენოთ, რომ კობახიძეს სჭირდება სამედიცინო დახმარება, ან შესაძლოა ეს თემა გადაიქცეს იუმორის ჟანრში, თუმცა ძალიან მკაფიოდ მინდა გითხრათ რომ ის, რასაც აკეთებს კობახიძე, არის ძალიან სტრუქტურიზებული, გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაცია, თუმცა კობახიძე, ის არ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის არის კრემლის პროპაგანდისტი.” ამბობს ნაცვლიშვილი.

“ამას რომ მოისმენთ იმ კაცისგან, ვისაც პრემიერმინისტრი ჰქვია… სხვა გზა, გარდა ამ რეჟიმის ჩამოცილებისა ძალაუფლებიდან, საქართველოს არ გააჩნია,” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა და პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
“ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ იშვიათია ხოლმე, რომ არ ვიცი ხოლმე, რა უნდა ითქვას ამაზე და რა ვიცი, ხალხო, ვინც კი არის დარჩენილი კიდე, ადამიანები, ვინც არ იყო დარწმუნებული, რომ ამ მთავრობის შეცვლა აუცილებელია, ამას რომ მოისმენთ იმ კაცისგან, ვისაც პრემიერმინისტრი ჰქვია და იცით, რომ ამის უკან კიდე უარესი პოლიტიკური ავადმყოფია ივანიშვილი, ვინც მართავს ამ ყველაფერს. რა ვიცი, სხვა გზა გარდა ამ რეჟიმის ჩამოცილებისა ძალაუფლებიდან, საქართველოს არ გააჩნია,” – განაცხადა ბოკერიამ.

“აბსურდსა და პარანოიულ ბოდვას” უწოდებს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პრემიერ კობახიძის განცხადებას, რომ ევროკომისარი “დაემუქრა”. როგორც ბოკუჩავა ამბობს, ივანიშვილს და მის გარემოცვას მოახლოებული სანქციების ეშინიათ და მსგავს განცხადებებს სწორედ ეს შიში განაპირობებს.
“ამგვარი ბრალდება ირაკლი კობახიძის მხრიდან ერთ-ერთი ევროკომისრის მიმართ, რომლის სახელს და გვარს არ ახმოვანებს, არის სრული აბსურდი, პარანოიული ბოდვა. მაგრამ რაც დადასტურებულად შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ივანიშვილს და მის ამფსონებს ძალიან ეშინიათ მოახლოებული სანქციების, რომელიც გარდაუვალია მას შემდეგ, რაც ვეტოს დაძლევენ. სწორედ ამ კარს მომდგარი ინდივიდუალური სანქციების ეშინიათ ივანიშვილს და მის გარემოცვას, რამაც გაამწვავა მათი პარანოიული შიშები. ამან განაპირობა ეს აბსურდული განცხადებები”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერის განცხადებას, რომ ევროკომისარი “დაემუქრა”, გამაოგნებელს უწოდებს. შალვა პაპუაშვილმა ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა:
“მე პრემიერმინისტრმა მაცნობა ამის შესახებ და მართლაც გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა, ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში ხსენება ამ ფაქტის და გამაოგნებელია ეს რა თქმა უნდა. დამატებით კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ” ამბობს შალვა პაპუაშვილი.

ყველა უნდა ვიყოთ ფხიზლად და ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესები, ჩვენ ამას გავაკეთებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
ოხანაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს ბოლომდე დაიცავს.
„ასეთი დამოკიდებულება საგანგაშო და შემაშფოთებელია, წარმოუდგენელი რამ არის. შესაბამისად, ყველა უნდა ვიყოთ ფხიზლად და ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესები ბოლომდე დავიცვათ, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კობახიძე რასაც აკეთებს, სტრუქტურირებული, გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაციაა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
„ერთი შეხედვით, ადამიანებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ ირაკლი კობახიძეს სჭირდება სამედიცინო დახმარება ან ეს თემა გადავიდეს იუმორის ჟანრში, თუმცა კობახიძე რასაც აკეთებს, სტრუქტურირებული, გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაციაა, რომელიც იმდენად აბსურდულია, რომ შესაძლოა, ადამიანებს სიცილისკენ ან სამედიცინო ჟანრისკენ უბიძგოს. სწორედ ეს არის რუსული დეზინფორმაცია, რომელიც წარმოუდგენელ ბოდვად, აბსურდად ჩანს, მაგრამ მას ძალიან შორს მიმავალი და მავნებლური მიზნები აქვს ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით. კრემლის დეზინფორმაციის გამავრცელებელი კობახიძე არ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის არის კრემლის პროპაგანდისტი, რომელსაც მოუწევს, არჩევნების გზით ძალაუფლებას დაემშვიდობოს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვფიქრობ, უხერხული განცხადების ავტორსა და საქართველოში მის დიპლომატიურ წარმომადგენლობას კომენტარის გაკეთება მოუწევთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
„რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ეს ყველაფერი მასხრად აიგდოს. დაძაბული და სერიოზული ვითარებაა, საქმესთან ახლოს მყოფი კომენტარი არავის აქვს. მათი მიზანია დესტრუქცია და დესტაბილიზაციაა. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რასაკვირველია, არ შეიძლება, ეს განვიხილოთ, როგორც პირადი მუქარა, მაგრამ იმ ვითარების აღწერა ხდება, რაც დღეს მსოფლიოშია. ეს საკმაოდ არაკორექტული ფორმით იყო ნათქვამი. ვფიქრობ, ამ თემაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება მოუწევს ამ უხერხული განცხადების გამკეთებელს, ასევე საქართველოში მის დიპლომატიურ წარმომადგენლობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button