სკარლეტ იოჰანსონი მეუღლეს ეყრება [VIDEO]

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, სკარლეტ იოჰანსონი თავის მეორე მეუღლეს – ყოფილ ჟურნალისტ რომენ დორიაკს ეყრება, – იუწყება New York Post.
მსახიობმა საბუთები მანჰეტენის უზენაეს სასამართლოში შეიტანა და განაცხდა, რომ მის ქორწინებას წერტილი დაესვა. მან ასევე 3 წლის შვილზე მეურვეობა მოითხოვა.
2014 წელს იოჰანსონი და დორიაკი მათი ქალიშვილის დაბადების შემდეგ დაქორწინდნენ. 2 თვის წინ ჰოლივუდის ვარსკვლავმა ოფიციალურად განაცხდა, რომ მეუღლეს გასულ ზაფხულს დაშორდა.