სხვადასხვა წყაროს ცნობით დაღუპულია 15 ადამიანი

სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, დედაქალაქში სტიქიის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი.

ოფიციალური უწყებები ამ დრომდე არ ასაჯაროვებენ ზუსტ ცნობებს, გარდაცვლილთა და დაკარგულთა სახელებსა და გვარების შესახებ.

ქაოსია სოციალურ ქსელებშიც, ვრცელდება სხვადასხვა არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

უკანასკნელი დაზუსტებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მაშველებმა, 37 წლის ზურაბ მუზაშვილის, მეხანძრის ცხედარიც აღმოაჩინეს, მასთან ერთად კი მკვდარი მგელი.

დღეს დილიდან, გავრცელდა ინფორმაცია დებ ზარანდიებიდან ერთ-ერთის, ინდირა ზარანდიას ცხედრის პოვნის შესახებ მზიურის ტერიტორიაზე.

2 დღიანი ძებნის შემდეგ, სვანიძის ქუჩაზე ასევე ნაპოვნია 78 წლის გურამ პეტრიაშვილის ცხედარიც.

მაშველები ისევ ეძებენ 5 თვის ორსულ ივლიტა ჯიბუტს, დებ ზარანდიებიდან ერთ-ერთს- ლიზას და მათ მეგობარს სერგო კაპანაძეს, 40 წლის დავით გაბიტაშვილს და 33 წლის ბექა ბუთურიშვილს. მაშველები სულ 10 ადამიანს ეძებენ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button