სლოვენიის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. სლოვენია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ვირუსის დასრულება დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე, ქვეეყანაში კორონავიურით ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 7-ს არ აღემატებოდა.
შეზღუდვები მოიხსნა ევროკავშირიდან ქვეყანაში შემსვლელთათვის. კერძოდ, ევროკავშირის მოქალაქეები სლოვენიაში თავისუფლად შეძლებენ მოგზაურობას, ხოლო არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
ცნობისთვის, სლოვენიაში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 2 მილიონია, კორონავირუსის 1 464 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 103 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ლიეტუვამ საერთაშორისო ავიამიმოსვლა განაახლა. ამის შესახებ Deuetsche Welle წერს.
პირველი რეისი ავიაკომპანია Luftansa-მ ფრანკფურტიდან ვილნიუსის მიმართულებით შეასრულა. ბორტზე 150 მგზავრი იყო. მათ, დაშვებისთანავე, სამედიცინო კონტროლი გაიარეს, რის შემდეგაც აეროპორტის დატოვების უფლება მისცეს. ამასთან, მათ საკუთარ სახლებში 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.
worldmeters.info-ს მონაცემებით, ლიეტუვაში 1 523 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა. მათგან 54 გარდაიცვალა, ხოლო 965 გამოჯანმრთელდა.
ისლანდიამ, რომელიც მანამდე მსოფლიიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა, ტურისტების მიღების სავარაუდო თარიღი დაასახელა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანა სტუმრებს არაუგვიანეს 15 ივნისიდან უმასპინძლებს. ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოუტირის თქმით, უცხოელი ტურისტებისთვის 2-კვირიანი კარანტინი უქმდება, თუმცა ყველა ჩამსვლელს კორონავირუსზე ექსპრეს-ტესტირება ჩაუტარდება, პასუხი კი, იმავე დღეს იქნება ცნობილი.
პანდემიის განმავლობაში, ქვეყანაში 1 802 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 1 780 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა.