Sony-მ „მოლაპარაკე ეკრანიანი“ ტელევიზორი წარმოადგინა [Photo/Video]

იაპონურმა კომპანია Sony-მ CES 2017-ის საერთაშორისო გამოფენაზე 4K OLED ტელევიზორების ხაზი Bravia XBR-A1E წარმოადგინა, რომელსაც დინამიკები არ გააჩნია. სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით ხმა პირდაპირ ეკრანიდან ისმის, – გვაცნობებს Wired-ი.

გამოცემის ინფორმაციით, Acoustic Surface-ის ტექნოლოგია, რომელიც იაპონელებმა შეიმუშავეს, დისპლეის ავიბრირებს და ხმის გამოცემის საშუალებას აძლევს. აღნიშნულმა ტექნოლოგიამ ზეთხელი ტელევიზორის გამოშვებას შეუწყო ხელი, რომელიც ადამიანის ყურისთვის ჩვეულ ბგერით ხმოვანებას გამოსცემს.
ამჟამად მწარმოებელი სიახლის ფასს არ ასახელებს. თუმცა წინამავალი ხაზის ტელევიზორების ღირებულებამ სტარტი 6 ათასი ამერიკული დოლარიდან აიღო.

 

[print_gllr id=50615]

მსგავსი პოსტები

Back to top button