მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოფელ კახათში 60 წლის ქალი აწამეს და გამათბობელთან დააბეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, მარქსის დასახლებაში შეიარაღებულმა ნიღბიანებმა 60 წლამდე ქალი მ. დარასელია დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, ქალს სცემეს, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, წებოვან ლენტში შეახვიეს და ბოლოს სახლში საქონლის თოკით გამათბობელთან მიაბეს.

მეზობლების ინფორმაციით, კრიმინალური შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა, მაშინ როცა ქალი საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა.

,,კივილის ხმა გავიგეთ. მივედით და ვნახეთ სასტიკად ნაცემი გამათბობელთან თოკით იყო დაბმული. მერე პოლიცია მოვიდა და მეზობლებს სახლის ეზო დაგვატოვებინეს. სავარაუდოდ ბოროტმოქმედებმა სახლიდან თანხა წაიღეს,თუ რა რაოდენობის ჩვენთვის უცნობია”,-აცხადებენ ადგილობრივები.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაზარალებული ქალი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, მას სხეულის სხვადასხვა ზედაპირზე მრავლობითი დაზიანებები აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს გამოძიება სსკ-ის 179-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო. ამ ეტაპზე გრძელდება საგამოძებო მოქმედებები.

მსგავსი პოსტები

Back to top button