მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოფელ მატნიდან, კორონავირუსზე კვლევისათვის, 750 ნიმუში გაიგზავნა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნიდან, კორონავირუსზე კვლევისათვის, 750 ნიმუში გაიგზავნა. ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

“სრულად გაგაზავნილია 1 069 საკვლევი მასალა. მათ შორისაა სოფელ მატნისა და ველისციხის ნიმუშები. ნაწილის პასუხი გვეცოდინება საღამოს, მეორე ნაწილის, – ხვალ, დილით. რაც შეეხება კახეთში ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, არც ერთი პაციენტი მძიმე არ არის და ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 10 წლის ბავშვს სიმპტომებიც კი არ აქვს. ყველა პაციენტი მკურნალობას სპეციალიზებულ კლინიკაში გადის. რაც შეეხება სასწავლო წლის დაწყებას, ყველა სკოლამ კრიტერიუმები დააკმაყოფილა და იქ სწავლა ჩვეულებრივ განახლდა, გარდა სოფელ მატნის საჯარო სკოლებისა.” – განმარტა ხიზანიშვილმა.

რეგიონში ჩამოყალიბებულია სამი, მატნის, ველისციხისა და ლაგოდეხის კლასტერი და 15 სექტემბრისათვის სულ 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ეპიდსიტუციის გართულების გამო, ორი სამედიცინო პუნქტია განთავსებული, სადაც მეორე დღეა, მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button