მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პირველად 40 წლის განმავლობაში, რუსული ტელეარხები ოლიმპიურ თამაშებს არ გადასცემენ

პირველად 40 წლის განმავლობაში, ოლიმპიური თამაშები არ იქნება ნაჩვენები რუსულ ტელესივრცეში. ამის შესახებ Sports.ru და სხვა გამოცემები წერენ.

ფედერალურმა სატელევიზიო არხებმა “პერვიმ” და “როსსია -1”-მა ოლიმპიადის ეთერში ტრანსლაციაზე უარი თქვეს პოლიტიკური მიზეზებით გამოწვეული “არსებული რეალობის” გამო. მანამდე “კომსომოლსკაია პრავდა” წერდა, რომ სატელევიზიო არხებმა “არასწორად” მიიჩნიეს ვინაიდან 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთიდან მონაწილეობის უფლება მხოლოდ 15 სპორტსმენს მისცეს, ნეიტრალური სტატუსით.

ოლიმპიური შეჯიბრებების ტრანსლაციის უფლების შეძენის შესახებ მოლაპარაკებებს Match TV-ი და vk holding-ი აწარმოებდნენ. თუმცა, აპრილში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს რუსეთში ოლიმპიადის ჩვენების უფლების მფლობელი, “ტელეპორტის” ხელმძღვანელი, პიტერ მაკარენკო. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიადაზე წასვლაზე უარი თქვა მასზე დაშვებულმა ზოგიერთმა რუსი სპორტსმენმა, მილიონიანი კონტრაქტების დადება არაპრაქტიკული აღმოჩნდა.

საბოლოოდ არც Match TV-მ და არც vk-მ არ შეიძინეს უფლებები და ოფიციალურად არ აჩვენებენ ოლიმპიადას, რომელიც პარიზში 26 ივლისს იწყება.

ბოლოს რუსეთში ოლიმპიური თამაშები ტელევიზიით არ აჩვენეს 1984 წელს, როდესაც სსრკ-მა მათ ბოიკოტი გამოუცხადა.
ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუს და ბელარუს სპორტსმენებს მონაწილეობის უფლება მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით დროშის გარეშე ასპარეზობის შემთხვევაში მისცეს. მათ ასევე აეკრძალათ გახსნის ცერემონიალზე მონაწილეობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button