კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სროლა ბაგებში – არიან დაშავებულები

ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, სროლა იყო. ბაგებში სროლა, სავარაუდოდ, სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცებმა ჩხუბის დროს გაისროლეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით, უცნობია დაპირისპირების მიზეზი.

სროლის შედეგად დაშავებული 2 პირი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული, ხოლო მეორის მდგომარეობა შედარებით, უკეთესია.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაცია-ანესთეზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო მეორე, – საოპერაციოში.

ჯერჯერობით უცნობია, რა სახის იარაღით არის მიყენებული ჭრილობები.

შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button