სტიქიის ზონის აეროგადაღება მიმდინარეობს

“გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა წყნეთი-ახალდაბისა და წყნეთი-ბეთანიის ტერიტორიაზე სტიქიის ზონა  უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით, გეოლოგებთან ერთად დაათვალიერა” – ამის შესახებ რადიო ჰერეთს სამინისტროდან აცნობეს

მათი თქმით, სამუშაოების განოხრციელებაში ჩართულია თავდაცვის სამინისტროც, რადგან საფრენი აპარატი მათი პატრონაჟით გადაადგილდება.

“ვერეს ხეობის არეალში  აეროგადაღება განხორციელდა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს საშუალება ექნებათ მოახდინონ კრიტიკული უბნების იდენტიფიცირება, რომლებმაც  კატასტროფული მოვლენები განაპირობეს”- განაცხადეს გარემოს სამინისტროში.

აეროგადაღების შედეგად მოხდება სარისკო უბნების რუკაზე გადატანა და სამომავლო რისკების შეფასება.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button