მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
სვანეთში, სოფელ ლენჯერში 13 წლის ბიჭს ისევ ეძებენ
სვანეთში, მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში დაკარგულ არასრულწლოვანს მეექვსე დღეა ეძებენ. 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ, 18 ივლისს გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.
ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები.
პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი. დრონების საშუალებით, მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი. არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენიცაა ჩართული.
ოჯახს მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვს. ბოლოს ბავშვი სოფელ ლენჯერში ნახეს.
13 წლის ილია ფილფანი სოფელ ლენჯერში სტუმრად ბებიასთან იმყოფებოდა. ოჯახი რუსეთიდან პანდემიის დროს ჩამოვიდა საქართველოში.