რეგიონი

კახეთში იარაღის უკანონო შენახვისათვის ორი პირი დააკავეს

კახეთში იარაღის უკანონო შენახვისათვის ორი პირი დააკავეს.
დაკავებულები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მცხოვრები 32 წლის და სიღნაღში მცხოვრები 60 წლის ასაკის მამაკაცები არიან .

სოფელ ლამბალოში მცხოვრებ მამაკაცს, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი საკუთარი ავტომანქანის ჩხრეკისას აღმოუჩინეს.

სიღნაღში, ცეცხლსასროლი იარაღი პოლიციელებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად იპოვეს.
შედეგად, ამოღებულია „ნაგანის“ ტიპის 2 პისტოლეტი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button