საქართველოსიახლეები

“ვინ თქვა, რომ პოლიტიკოსებმა ტაძარში არ უნდა იარონ?”

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისას არსებული შეზღუდვებისა, კომენდანტის საათის დროს წირვას დაესწრო.

როგორც ინაშვილი ამბობს, პირველ რიგში პოლიტიკოსებმა უნდა ილოცონ.

“ვინ თქვა, რომ საერთოდ პოლიტიკოსებმა არ უნდა იარონ ტაძარში? არ უნდა ილოცონ? ღმერთი არ უნდა ახსენონ? პოლიტიკოსმა პირველ რიგში უნდა ილოცოს, რომ დაეხმაროს მის ქვეყანას”, — ირმა ინაშვილი.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სპეციალისტების რეკომენდაციების მიუხედავად, საპატრიარქომ უარი თქვა მთავარი რეკომენდაციის შესრულებაზე და მრევლს სახლში დარჩენისკენ არ მოუწოდა, არც ეკლესიები დაკეტა დროებით. პირიქით, საქართველოს მთავრობა და ეკლესია შეთანხმდნენ, რომ აღდგომის ლიტურგიას მრევლიც დაესწრო.

მსგავსი პოსტები

Back to top button