3 სართულიანი შენობიდან ხელოსანი გადმოვარდა

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის ცხრა ნომერში მდებარე 3 სართულიანი შენობიდან ხელოსანი გადმოვარდა. ის გადარჩა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და ლიტერატურის მუზეუმი მდებარეობს. მუზეუმის აღდგენა-განვითარების პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მომხდარის მიზეზი უცნობია. ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button