მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის “ველო-ფესტივალი-2022”-ის სპეციალური პრიზი, 6 წლის ლუკა ემინაშვილმა მიიღო

თელავის “ველო-ფესტივალი – 2022”- ის სპეციალური პრიზი, 6 წლის ლუკა ემინაშვილმა მიიღო.
ლუკა ემინაშვილი დღეს, თელავში, ველო-ფესტივალის ფარგლებში გამართულ ველო-რბოლაში, სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობდა.

შეჯიბრის 20 მონაწილეს შორის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც იყვნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა ველო ფესტივალის მარშრუტი გამოაქვეყნა.

“მონაწილეებმა სტარტი თელავის ფიქრის ხიდიდან აიღეს და ნადიკვრის და ბარნოვის ქუჩის გავლით ცენტრალურ მოედანზე დაასრულეს, სხვადასხვა სახეობებში ველო რბოლა კი, თელავის სკვერში მოეწყო”-წერს ანდრიაშვილი.

შეჯიბრში პირველი ადგილი, თელაველმა ნიკა იუკურიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე თამარ ნუსხელიძე გავიდა, მესამე ადგილის მფლობელი კი, ანდრეა სახეიშვილი გახდა,

გამარჯვებულებს სიგელები და მედლები, პირველი ადგილის მფლობელს კი თელავის ველო ფესტივალის თასი გადაეცა.

ველო-ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button