მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში ქარისგან დაგლეჯილი ხეები სატვირთო მანქანებს დაეცა

სტიქია კახეთში – ლაგოდეხში ქარისგან დაგლეჯილი ხეები სატვირთო მანქანებს დაეცა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, საქართველო- აზერბაიჯანის საზღვართან, ძლიერი ქარისა და წვიმისგან დაგლეჯილი ხეები ტირ- პარკთან რიგში მდგომ სატვირთო მანქანებს დაეცა.

ხეები დაცემულია სამ სატვირთოზე, რომლებზეც თავის მხრივ, საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გადასატანი 18 მსუბუქი ავტომობილია მოთავსებული.

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის რამდენი ავტომანქანა დააზიანა სატვირთოს დაცემულმა ხეებმა.

სტიქიამ დროებით შეაფერხა გზებზე საავტომობილო მიმოსვლაც.

მუნიციპალურმა სამსახურმა ხის ნამტვრევებისაგან გზის განთავისუფლება უკვე დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button