მნიშვნელოვანისიახლეები

“ფულისთვის ყველაფერზე მზად არის”- საქართველოს პრეზიდენტი „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს

სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ჩვენს ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენა-„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორმა შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ბოიკოტს უცხადებს ავიაკომპანია Georgian Airways (აირზენას).

ზურაბიშვილის თქმით, აირზენა “ფულისთვის ყველაფერზე მზად არის” და “უნდა, ისარგებლოს ამ რეალობით, რომელიც არის მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის”.
საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, საზღვარზე ისარგებლონ შესაბამისი სიებით, რათა რუსეთის სანქცირებული მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხვდნენ.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“მინდა გითხრათ, რომ მე ვაწესებ ჩემთვის, ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ, ბოიკოტს აირზენაზე [Georgian Airways], რომელიც არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს, ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც არის მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის.

მე ასევე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, სანამ ეს იქნება აირზენას ხელში, რომ კიდევ ამით არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფერზე მზად არის და ვნახეთ მისი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები.“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს, 20 მაისს ქართულმა ავიაკომპანიამ, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა – თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დილის 07:00 საათზე გაფრინდა, ბორტზე 80-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

გუშინ, 19 მაისს, პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.

კიდევ ერთი აქცია რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება- პარლამენტთან, 20:00 საათზე გაიმართა.

რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут -მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings-ი ასევე ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.

მივესალმები რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ჩვენს ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ, – ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თამაზ გაიაშვილის გაცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

მისივე თქმით, აღნიშნული გააუმჯობესებს ბიზნესკლიმატს საქართველოსა და „მის დღეისთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის“.

„ეს ნანატრი ნაბიჯები პასუხობს მილიონობით ადამიანის მისწრაფებებს რუსეთსა და საქართველოში, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიის, ეკონომიკისა და კულტურის მრავალსაუკუნოვანი კავშირებით. ასევე საგულისხმოა, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიზნეს კლიმატს საქართველოსა და მის დღეისთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის“, – ნათქვამია გაიაშვილის გაცნხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button