თბილისში ძებნილი ვეფხვის ლეში აღმოაჩინეს

თბილისში, “ლაგუნა-ვერეს” ტერიტორიაზე ძებნილი ვეფხვის ლეში აღმოაჩინეს – ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ. 

თბილისში, 13 ივნისის სტიქიის შედეგად ზოოპარკიდან ერთი ვეფხვი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა. ერთმა კი რამდენიმე კვირის წინ ყოფილი “აბრეშუმის ფაბრიკის” ტერიტორაზე ადამიანი იმსხვერპლა

სტქიის დღეებში თბილისში პანიკა იყო. მოქალაქეთა მხრიდან ვეფხვის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში 100 მდე ზარი შევიდა, თუმცა შესაბამისი სამსახურების განმარტებით ყველა ზარი ცრუ განგაში აღმოჩნდა.

ზოოპარკის ადმინისტრაციის თქმით, ამ დროისთვის ყველა მტაცებელი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა ნაპოვნია.

მსგავსი პოსტები

Back to top button