მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსის დღიური 298 შემთხვევაა

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 311 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 253 518
გამოჯანმრთელებულია – 242 085
გარდაცვლილია – 3 055

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 11 248, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4 979, PCR ტესტით – 6 269

მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 99 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 71 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,1 მილიონზე მეტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button