აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს
"რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა, მოლდოვის საქმეებში ჩარევა გადაწყვიტა, შემდეგი საქართველოა"

სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა ჩიტაძის ქუჩასთან მყოფი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
მათ სრულად დაიკავეს ჩიტაძის ქუჩა.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.
დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც, რომლებსაც სასწრაფო დახმარების თანამშრომლები პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ.
პროტესტის მონაწილეები, ძირითადად ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად დაშავდნენ.
მათ ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადები უწევენ დახმარებას.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, ამ დროისთვის აქციიდან საავადმყოფოში არცერთი აქციის მონაწილე არ გადაუყვანიათ.
სამსახური ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენ ადამიანს გაეწია ადგილზე დახმარება, მოგვიანებით გაავრცელებს.
“რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა, რუსეთმა მოლდოვის საქმეებში ჩარევა გადაწყვიტა, შემდეგი საქართველოა”, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო.
“საპროტესტო აქციები საქართველოში. ხალხი ეწინააღმდეგება კანონს “უცხოელი აგენტების შესახებ”, რომელიც პარლამენტმა მიიღო. გამოიცანით რომელ ქვეყანას აქვს მსგავსი დიქტატორის კანონი?
რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა, რუსეთმა მოლდოვის საქმეებში ჩარევა გადაწყვიტა. შემდეგი საქართველოა” – წერს გონჩარენკო