მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 557 დღე-რუსებმა ოდესა დაბომბეს

ომის 557 დღეს უკრაინაში – მძიმე ბრძოლები გრძელდება. სარაკეტო იერიშები და დრონებით შეტევები უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიაზე განხორციელდა. საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე, მათ შორის ყველაზე მეტი ყურადღება ზაპოროოჟიესა და ბახმუტის მიმართულებითაა მიპყრობილი.

“3 სექტემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა “შაჰედ”-ის საფრენი აპარატებით განახორციელეს. ჩვენმა დამცველებმა ოდესის სამხრეთ რაიონებში 22 უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში,მტერმა 2 სარაკეტო და 49 საჰაერო დარტყმა განახორციელა, 66 ჯერ გაიხსნა ზალპური ცეცხლი ჩვენი ჯარების პოზიციებს და დასახლებულ პუნქტების მიმართულებით. სამწუხაროდ, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის
Українська правда-ს ცნობით, 2 სექტემბერს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ვუგლედარი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა.

როგორც დონეცკის ოლქის პროკურატურა ამბობს, დაღუპულებს შორის 43 წლის კაცი და მისი 42 წლის მეუღლე იყვნენ. მათივე ცნობით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დარტყმა საცხოვრებელ კორპუსებზე განხორციელდა. აფეთქებებმა საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელის ნაწილი გაანადგურა, დაზიანდა ჭერი, ფანჯრები და აივნები.
ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას.
ჩვენმა ავიაციამ 10 დარტყმა განახორციელა მტრის პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებზე, ხოლო 3 – მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე. საარტილერიო დანაყოფებმა დაარტყეს პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 6 უბანს, საცეცხლე პოზიციებზე არტილერიის განლაგების 12 ზონას, 2 საბრძოლო საცავს, 2 საკონტროლო პუნქტს და მტრის 1 საზენიტო სარაკეტო კომპლექსს. გასულ დღეს მტრის სავარაუდო დანაკარგი იყო: 600 ოკუპანტი, 5 ტანკი, 12 ჯავშანტექნიკა, 22 საარტილერიო სისტემა, 3 სარაკეტო ზალვო სისტემა, 1 საჰაერო თავდაცვის მანქანა, 11 უპილოტო საფრენი აპარატი, 59 მანქანა და 6 ერთეული სპეცტექნიკა,” – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა, პავლო კოვალჩუკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button