რეგიონი

11 წლის თელაველ გოგონას 300 ათასი ლარი შეუგროვეს

კოვიდ- ინფექციის შედეგად დამძიმებული თელაველ გოგონას, საზოგადოების მხარდაჭერით 300 ათას ლარზე მეტი შეუგროვდა.
11 წლის ელენე ზაქაიძე სამკურნალოდ, ბელორუსიაში გადაიყვანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ, მისი ახლობლები ადასტურებენ.
ელენეს კოვიდ-ინფექციის შემდეგ, გულის მძიმე პათოლოგია ჩამოუყალიბდა და ექიმების დასკვნით, მას გულის გადანერგვა სჭირდება.

მინსკის კარდიოლოგიური კლინიკაში, გოგონას ექიმებმა ფილტვების თითქმის 85 % – იანი დაზიანებაც დაუდგინეს.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბელორუსმა ექიმები, ამჟამად ბავშვის ფილტვების აღსადგენად იბრძვიან, რის შემდეგაც გულის პრობლემის გადაწყვეტაზე იმსჯელებენ.

მინსკის საავადმყოფოს ექიმებმა თბილისში ჩასავლა მას შემდეგ შეძლეს, რაც ოჯახის თხოვნით, საზოგადოებამ ბავშვის დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყო.

იანვრის ბოლოს, ექიმების გადაწყვეტილებით, ელენე ზაქაიძე ბელორუსიაში გადაიყვანეს.
გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

მსგავსი პოსტები

Back to top button