მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში,კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია, 12- დან 15 წლამდე ასაკის, მხოლოდ თერთმეტმა მოზარდმა ჩაიტარა

კახეთში, ერთი კვირის განმავლობაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია, 12- დან 15 წლამდე ასაკის, მხოლოდ თერთმეტმა მოზარდმა ჩაიტარა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, აცრის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

” ეს რაოდენობა ძალიან მცირეა. მითუმეტეს, რომ სკოლებში კორონავირუსის ძალიან ბევრი შემთხვევებია და ამის გამო, კლასების დაკეტვაც კი მოგვიწია. ჩვენ მაქსალურად ვცდილობთ, მშობლებს აცრის აუცილებლობაზე ინფორმაცია მივაწოდოთ,
რადგან ამ ასაკის მოზარდის აცრა, მშობლის თანხმობით ხდება”– განაცხადა ხიზანიშვილმა, რადიო ჰერეთთან.

12-15 წლის ასაკის მოზარდების ვაქცინაციის გადაწყვეტილება, 9 ნოემბერს, იმუნიზაციის საბჭომ მიიღო.
კახეთში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო და ამ დრომდე, რეგიონის მთლიანი მოსახლეობის მოსახლეობის 37%-ია აცრილი.

ამჟამად საქართველოში აცრა, ამერიკული “ფაიზერის, ” ჩინური “სინოფარმის” და “სინოვაკის” ვაქცინებითაა შესაძლებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button