მნიშვნელოვანირეგიონი

კამპანია ” შენ ევროკავშირში” კახეთშიც დაიწყო

კამპანია ” შენ ევროკავშირში” კახეთშიც დაიწყო.

სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს, გურჯაანში და თელავში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ჩაატარეს.

კამპანიის ორგანიზატორებმა მოსახლეობას გაზეთები დაურიგეს, სადაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებსა და სიკეთეებზეა საუბარი.

სამოქალაქო აქტივისტის, ნინო ბაზიკოშვილის განმარტებით, შეხვედრები სხავადასხვა რეგიონში მანამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირის შესახებ, დეტალურ ინფორმაციას არ მიაწვდიან.

” ჩვენი გასვლა პირველია მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭა. ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობაც გაზრდილია, რადგან ევროკომისიამ კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირში ელოდებიან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, ყველას მივაწვდინოთ ხმა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის”- განაცხადა ბაზიკოშვილმა.

კამპანია ” შენ ევროკავშირში”, ხვალ ახმეტის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს .

მსგავსი პოსტები

Back to top button