მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“46%: საქართველოში დემოკრატია არ არის”

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხული მოსახლეობის 46% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.

კითხვაზე, საერთო ჯამში, რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელოა თქვენთვის, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვროთ? გამოკითხული მოსახლეობის 59 პროცენტი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, 33 პროცენტის აზრით მნიშვნელოვანია, ხოლო 24 პროცენტის აზრით უმნიშვნელოა.

კითხვაზე, არის თუ არა ქვეყაში დემოკრატია? გამოკითხული მოსახლეობის 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ არის დემოკრატია, ხოლო 46 პროცენტის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის. გამოკითხული მოსახლეობის 11-მა პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევა ორგანიზაციამ 6-20 დეკემბერს ჩაატარა, გამოკითხა 2200-ზე მეტი პირი. ცდომილების ზღვარი 2.1 პროცენტია.

მსგავსი პოსტები

Back to top button