
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე მორიგი სხდომა იწყება.
ესებუა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ბათუმიდან ჩამოიყვანეს.
ეს გახლავთ პირველი შემთხვევა,როცა ის პროცესს პირადად დაესწრება.
მან წინა სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას თქვა, რომ დისტანციურად თავს ვერ დაიცავს.
ბადრი ესებუა აჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს.
ტერორიზმში ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.
ცნოვისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატი ამბობს, რომ მისი მთავარი მოთხოვნა ძმის ბიძინა ესებუას გათავისუფლება.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბადრი ესებუა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
“პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ ბადრი ესებუას ძმა, რომელიც პირდაპირი გაგებით მძევლად არის აყვანილი, უნდა გათავისუფლდეს, ესაა მთავარი მოთხოვნა, როგორც ბადრის ასევე ზოგადად ყველასი. თუ რამე კითხვები ექნება საგამოძიებო უწყებას ბადრისთან არ არის პრობლემა, აქ იმყოფება და მზადაა ყველანაირ კითხვაზე უპასუხოს, მაგრამ ის, რაც ხდება ბადრის ოჯახს, ეს უნდა დასრულდეს, ესაა საშინელება, როცა შენს გამო ვინმე ოჯახის წევრს სახელმწიფო მძევლად აიყვანს. შემდეგ, თუ რაიმე სახის განცხადება, ურთიერთობა ან თანამშრომლობა სურს საგამოძიებო უწყებას, ჩვენ მზად ვართ, მასთან ყველანაირად ღია ვიყოთ”, – თქვა ალექსანდრე კობაიძემ.
ცნობისთვის, ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბიძინა ესებუა 2020 წლის 12 დეკემბერს იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. შსს-ს მტკიცებას, რომ ის ძმას, ბადრის უნდა შეხვედროდა, ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.