მნიშვნელოვანისიახლეები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 540 პირი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 626 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 537 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 089 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 648 264.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 540 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 624 993.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 745 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა

📌აჭარა – 18

📌იმერეთი – 58

📌ქვემო ქართლი – 19

📌შიდა ქართლი – 21

📌გურია – 26

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34

📌კახეთი – 36

📌მცხეთა-მთიანეთი -2

📌სამცხე-ჯავახეთი -5

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 648 264​ შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 745​ ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button