რეგიონი

არის გარდაცვლილი და დაშავებულები – ავარია კახეთში

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში- გარდაცვლილია ერთი და ორი მძიმედაა დაშავებული.

შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, გურჯაანის ცენტრალურ მაგისტრალზე, კურორტ “ახტალას” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რა დროსაც რამდენიმე პირი მძიმედ დაშავდა.

ისინი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, ერთი უკვე გარდაცვლილი, ორი კი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირები არიან.

ერთ- ერთი დაშავებულის მდგომარეობა, კრიტიკულია .

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button