ეკონომიკარეგიონისატესტო

ჩუმლაყში, გადამამუშავებელ საწარმოში 4 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა

სოფელ ჩუმლაყში, ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელ საწარმოში სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი იმყოფებოდნენ. ისინი ახლადგახსნილ საწარმოში წარმოების პროცესს გაეცნენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში შპს „ქართული აგრო პროდუქტის“ ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 4 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში, სადაც 15 ადამიანია დასაქმებული, 1,000 ტონა ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაციას კომპანია ბრენდის „კეთილი და პატიოსანი“ სახელით ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

„ამ საწარმოს მაგალითზე კიდევ ერთხელ დასტურდება რომ საქართველოს მთავრობის პროგრამები, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს ორიენტირებულია ქართველ მეწარმეზე და ბიზნესზე. ის დიდი სიკეთეები, რაც თანდათან ნათელი ხდება მოსახლეობისათვის ამ საწარმოს არსებობით კიდევ ერთხელ დასტურდება“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში 82 ახალი საწარმო დაფინანსდა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button