მნიშვნელოვანირეგიონი

ზუგდიდში ნაპოვნ ჩვილს მინდობით აღმზრდელ მშობელს გადასცემენ

ორი დღის წინ ზუგდიდში ნაპოვნ მიტოვებულ ჩვილს, რომელიც რეფერალურ ჰოსპიტალში გადის მკურნალობას, საავადმყოფოდან გამოყვანის შემდეგ დროებით მინდობით აღმზრდელ მშობელს გადასცემენ.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, ახალშობილი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საავადმყოფოს, სავარაუდოდ, მალე დატოვებს.

მიტოვებული ჩვილი ზუგდიდში ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი დღის წინ იპოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button