მნიშვნელოვანი

თბილისში, კორონავირუსის ტესტირებისთვის კარვები იუსტიციის სახლის უკან დაიდგმება

თბილისში, კორონავირუსის ტესტირებისთვის კარვები იუსტიციის სახლის უკან დაიდგმება.

როგორც დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ტესტის აღება დღეს და ხვალ იქნება შესაძლებელი.

„მოგიწოდებთ, იუსტიციის სახლის უკანა მხარეს არის მოწყობილი შესაბამისი სივრცე, დღეს და ხვალ იქნებიან ნიმუშის აღება. ვისაც გსურთ, შეგიძლიათ აიღოთ ნიმუში და მეორე დღეს იქნება პასუხი, გვაინტერესებს დაახლოებით 1000 ადამიანზე გაკეთდეს. რამდენიმე სეროპრევალენტობის კვლევები გავაკეთეთ. ეს კვლევები არიას საშუალება, რომ გარკვეულად პულსზე გვეჭიროს ხელი რა ხდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 22 სექტემბრის მდგომარეობით, კორონავირუსის მიმდინარე სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 3913
გამოჯანმრთელებული – 1574
გარდაცვლილი – 23
კარანტინის რეჟიმში – 5255
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

 

მსგავსი პოსტები

Back to top button