მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მომავალი წლის ბიუჯეტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

პარლამენტი დღეს 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. კენჭისყრაში მხოლოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

დიდი ოდენობის ვალსა და ქვეყანაში არსებულ უმძიმეს მაკრო-ეკონომიკურ ვითარებას აღიარებენ უმრავლესობაში. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ბიუჯეტი არსებულ რეალობას ასახავს.

ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ დახურულ ფორმატში განიხილა, რომელსაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია არ დასწრებია.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, დოკუმენტში ფუნდამენტური ცვლილებები არ შესულა რაც ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობდა ხელს და ყურადღებას დამატებით ვალებზე ამახვილებენ. მათ შეფასებით, ბიუჯეტის პროექტში გაწერილი მაჩვენებლები ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

მოვუსმინოთ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი კოვზანაძეს
და ოპოზიციიდან რომან გოცირიძეს,ირაკლი ყიფიანს

მსგავსი პოსტები

Back to top button