მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისიდან უკრაინაში, მოხალისეთა ერთი ჯგუფი უკვე გაემგზავრა

თბილისიდან უკრაინაში, მოხალისეთა ერთი ჯგუფი უკვე გაემგზავრა. ისინი უკრაინაში ჩასვლას ავტობუსით გეგმავენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, 60-მდე ადამიანით დაკომპლექტებული ჯგუფი უკრაინაში მოხალისედ, სამხედრო და სამედიცინო დახმარების მიზნით მიემგზავრება.

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ჯგუფი თბილისის აეროპორტში ფრენას ელოდება.

ცნობისთვის, საქართველოდან უკრაინაში მოხალისედ წასვლის სურვილი სხვადასხვა მოქალაქემ, მათ შორის ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმაც გამოთქვა. მისი თქმით, ჩარტერული რეისი უნდა შესრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით, უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშემ მათ ინფორმაცია მიაწოდა, რომ საქართველოს მთავრობამ რეისს თბილისში დაჯდომის უფლება არ მისცა.

აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.

„მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს.

თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!”, – წერს დენის შმიგალი „ტვიტერზე“.

მსგავსი პოსტები

Back to top button